საქართველოს რეგიონებს ახალი სატრანსპორტო ქსელი დააკავშირებს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, როგორ გადააქციოს საქართველო ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყნად.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნის გზით, საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყნად გადაქცევას გეგმავს. ქსელი ერთმანეთს დააკავშირებს რეგიონებს, ის ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებასა და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოაწყო. 

„საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარების რაციონალური და ერთიანი, როგორც ქვეყნის, გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი - Sputnik საქართველო
ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ავტობანებისა და გზების მშენებლობა იგეგმება

პრემიერმა აღნიშნა, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მოწყობის მიმართულებით, ტერიტორიებისა და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავება, მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის გააზრება და შემდგომი განვითარება. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე“, – განმარტა პრემიერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა.

2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელისა და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0