საქართველოს ნაკრები კალათბურთში ჩერნოგორიაში შენგელიას გარეშე ჩაფრინდა

© Sputnik / Levan Avlabreliევროპის 2017 წლის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ჩერნოგორიას შორის
ევროპის 2017 წლის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ჩერნოგორიას შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაკრების ექიმებმა თორნიკე შენგელიას თბილისში დატოვება გადაწყვიტეს, რათა მუხლის ტრავმა არ გამწვავდეს.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრები კალათბურთში ჩეროგორიაში ჩავიდა, სადაც 17 სექტემბერს "ევრობასკეტი–2017"–ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩი გაიმართება.

ქართველების ძირითადი საკადრო თორნიკე შენგელია გახდა. სლოვაკეთის წინააღმდეგ ბოლო მატჩში, რომელიც თბილისში 14 სექტემბერს გაიმართა, თავდამსხმელმა საკალათბურთო მოედანზე 29 წუთი დაჰყო და ამ პერიოდში 31 ქულა აიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შენგელიამ მუხლის მცირე ტრავმით ითამაშა.

გაფრენის წინ დღეს საქართველოს ნაკრების ექიმებმა თორნიკე შენგელიას თბილისში დატოვება გადაწყვიტეს, რათა მუხლის ტრავმა არ გამწვავდეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა - Sputnik საქართველო
ქართველმა კალათბურთელებმა სლოვაკები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ადგილი, როგორც საუკეთესოს მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. ამასთან საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში პირველი ადგილიდან მოხვდეს. ამისთვის მან ჩერნოგორიის გუნდს მინიმუმ სამქულიანი სხვაობით უნდა მოუგოს. თბილისში შეხვედრა სტუმრების უპირატესობით, ანგარიშით 76:74 დამთავრდა.

დასკვნითი სათამაშო დღის წინ უკვე ცნობილია ხუთი გუნდი, რომლებიც "ევრობასკეტი–2017"–ზე ითამაშებენ. ესენია რუსეთი, ბელგია, სლოვენია, უნგრეთი და ჩერნოგორია.

ევრობასკეტ-2017-ის კვალიფიკაციაში 27 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 7 ჯგუფად არიან დაყოფილი: ექვსი ჯგუფი ოთხ გუნდად და ერთი ჯგუფი — სამ გუნდად. ევრობასკეტ 2017-ის საგზურს მიიღებენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ, ასევე 4 გუნდი მეორე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო მაჩვენებლით.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ისრაელში, რუმინეთში, თურქეთსა და ფინეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0