ქართველმა კალათბურთელებმა სლოვაკები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს

© FB/ Федерация баскетбола Грузииსაქართველოსა და სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა
საქართველოსა და სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვების წყალობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ში გასვლა უზრუნველყო.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 96:68 დაამარცხა. მატჩი თბილისში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა კალათბურთელებმა სლოვაკები დაამარცხეს

მასპინძლების უპირატესობა ყოველწამიერად იგრძნობოდა. შეხვედრაში ანგარიში მხოლოდ ერთხელ, პირველი მეოთხედის შუაში იყო თანაბარი — 11:11. მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში ქართველებს გამუდმებით მიჰყავდათ ანგარიში.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ქართველთაგან თორნიკე შენგელია იყო. 28 წუთში მან 31 ქულა მოაგროვა.

ამ გამარჯვების წყალობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ში გასვლა უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის მწვრთნელ ილიას ზუროსის გუნდი — საქართველოს ნაკრები, საუკეთესოა მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სლოვაკეთის ნაკრებმა თავი საუკეთესო მხრით წარმოაჩინა, მაგრამ ჩვენ მაინც მივაღწიეთ დასახულ მიზანს. და ამაში არცთუ მცირე წვლილი ქართველ გულშემატკივარს მიუძღვის, რომელიც სულ ჩვენთანაა და ბოლომდე გვიჭერს მხარს ნებისმიერ ვითარებაში. რაც შეეხება ჩერნოგორიასთან მომავალ შეხვედრას, ჩვენ სრულად შეგვწევს რევანშის უნარი თბილისში განცდილი მარცხისთვის. ჩვენ ამისკენ ვისწრაფით“, — განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა.

ამასთან, ქართველ კალათბურთელებს აქვთ რეალური შანსი, პირველ ადგილზე გავიდნენ შესარჩევ „F“ ჯგუფში და ავტომატურად გაიარონ კვალიფიკაცია კონტინენტურ პირველობაზე. ამისათვის ჩერნოგორიასთან გასვლით მატჩში, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება, მინიმუმ, 3 ქულით უნდა გაიმარჯვონ.

ყველა ახალი ამბავი
0