ქართველმა კალათბურთელებმა სლოვაკები დაამარცხეს

© photo: Sputnikსაქართველოს საკალათბურთო ნაკრები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ციკლში.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბრატისლავაში სლოვაკეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 94:63. შეხვედრა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, რომ თამაში იოლი არ იქნებოდა, ვინაიდან სლოვაკეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და F ჯგუფში საქართველოს კონკურენტია. თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
სტუმრებმა მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და შესვენებაზე ანგარიშით 52:29 გავიდნენ.

კალათბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ალბანეთის გუნდი გაანადგურა

ასეთი ჰანდიკაპის პირობებში, ზუროსმა ნაკრების თორმეტივე წევრს მისცა თამაშის საშუალება.

ყველაზე შედეგიანი ქართველ კალათბურთელთა შორის თორნიკე შენგელია გამოდგა, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ციკლში. გუნდს ახლა 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა ჩერნოგორიის შემდეგ, რომელსაც უფრო მეტი ბურთი აქვს ჩაგდებული.

მესამე შესარჩევ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები თბილისის სპორტის სასახლეში 7 სექტემბერს, 19 საათზე გამართავენ ჩერნოგორიის ნაკრებთან.

ყველა ახალი ამბავი
0