სააკაშვილის ხელისუფლების დროს მსჯავრდებულების საქმე გადაისინჯება

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარსულში სასამართლომ ზაურ მაკარაძე დამნაშავედ აღიარა ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა–ტარებაში, ხოლო ბეჟან ბეჟუაშვილი – თაღლითობაში.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შვიდი ადამიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ისინი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გასამართლდნენ, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ამ ეტაპზე ორი საქმის დეტალები გაავრცელა – ზაურ მაკარიძისა და ბეჟან ბეჟუაშვილის. როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, მათი დაკავების რეალური მოტივი ის იყო, რომ ისინი მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე იყვნენ.

მაკარაძე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სასამართლომ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა–ტარებისთვის, ხოლო ბეჟუაშვილი თაღლითობაში სცნოო დამნაშავედ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ახალგაზრდის დაღუპვაში ბრალდებული პოლიციელი დაიცვა

ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა პოლიტიკურ გაერთიანება,,ქართულ ოცნებაში“ და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში. 

2012 წლის 26 მარტს, თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მდებარე გადასასვლელ ხიდთან ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მაკარაძემ ბრალი არ აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის სექტემბერში ის დამნაშავედ აღიარა და ხუთი წლითა და სამი თვით საპატიმროში გაამწესა, ასევე 3,5 ათასი ლარით დააჯარიმა.

ზაურ მაკარაძე საპატიმროდან 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ის, სხვა პატიმრებს შორის, პოლიტპატიმრად აღიარა.

რაც შეეხება ბეჟან ბეჟუაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ ამ უკანასკნელს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია "მშენებელი XXI საუკუნის" დამფუძნებლებთან — მერაბ ლურსმანაშვილთან და ნუგზარ ბარბაქაძესთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.  

ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ  ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია  "მშენებელი XXI საუკუნის" დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ  მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას, მაგრამ პატიმრობა მიუსაჯეს ბეჟუაშვილს, რომელიც, თავის მხრივ, იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამდა.

მოგვიანებით ლურსმანაშვილი და ბარბაქაძე პროკურატურაში დაიბარეს და სახელმწიფოს საკუთრებაში ორი ბინის გადაფორმება აიძულეს.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს  განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, აღნიშნეს პროკურატურაში.


ყველა ახალი ამბავი
0