თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის მესვეურები ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებების გამკაცრებას შეუძლია ლონდონი აძულოს უარი თქვას ევროგაერთიანებიდან გასვლაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Daily Telegraph-ზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მაღალჩინოსანი ევროპელი ჩინოვნიკი გამოკითხა, რომელთა ვარაუდითაც, ბრიტანეთი Brexit-ს ბოლომდე ვერ მიიყვანს, თუკი „ბიუროკრატიული კოშმარის რეალობას“ გადააწყდება.
ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის მხრივ გაზეთს განუცხადეს, ევროკავშირის ელიტა ცდება, თუ ჰგონია, რომ „ეს თამაში“ რამეს გადაგვაფიქრებინებსო.
შეგახსენებთ: დიდმა ბრიტანეთმა 23 ივნისს რეფერენდუმი ჩაატარა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის, Brexit-ის თაობაზე, რასაც ბრიტანელთა 51,9% დაუჭირა მხარი.