მარგველაშვილი: Brexit საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს

© FB/ Георгий Маргвелашвилиსაქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები
საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდა, იოახიმ გაუკი კი - რამდენად პოლარიზებულია საქართველოში საზოგადოება არჩევნების წინ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. Brexit-ის შედეგები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება, გერმანიის პრეზიდენტთან იოახიმ გაუკთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს  ევროკავშირში ქვეყნის წევრობის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირიდან გამოსვლას ხმა გამოკითხულთა 51,9%-მა მისცა. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, რომელიც ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებდა, ოქტომბერში თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. მომავალ პრემიერს ის მოქალაქეთა ნების აღსრულების უფლებას უტოვებს.

„Brexit-ის შედეგები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება- იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც საქართველო და ევროკავშირი ავითარებს. ანუ ჩვენ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც აღმოსავლური პარტნიორობის კონტექსტშია განსაზღვრული, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, რომლის გაგრძელებას ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი წარმოადგენს, Brexit-ის შედეგები არ შეეხება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისას აღნიშნა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა

„ჩვენ ვისაუბრეთ შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად სტაბილურია შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში, მალე არჩევნები ჩატარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად პოლარიზებულია ქართული საზოგადოება ამ არჩევნების წინ“,-აღნიშნა გაუკმა.

ქართული დელეგაცია მარგველაშვილის მეთაურობით ოთხშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ქართული სახელმწიფოს მეთაური ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან.

ყველა ახალი ამბავი
0