არველაძის „მაქაბიმ“ უეფას ევროპული ლიგა სენსაციური მარცხით დაიწყო

© FB/ ФК Зенит„მაქაბისა“ და „ზენიტის“ შეხვედრა
„მაქაბისა“ და „ზენიტის“ შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე, როგორც მწვრთნელი, პირველად თამაშობს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაზე. თუმცა თავად ტურნირი მისთვის უცხო არ არის.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის საფეხბურთო კლუბმა „მაქაბიმ“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ უეფას ევროპის ლიგის პირველი შეხვედრა მარცხით, ანგარიშით 3:4 დაასრულა.

ეს ანგარიში სულაც არ იქნებოდა სენსაციური, რომ არა ერთი ფაქტი: „მაქაბი“ 76-ე წუთამდე მატჩს ანგარიშით 3:0 იგებდა.

„ასეთი რამ ერთხელ უკვე დამემართა, როცა მე თვითონ ვიყავი ფეხბურთელი. მაგრამ არა მწვრთნელის რანგში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით და თანაც, ნაკლებნი ვიყავით დარჩენილები“, — განაცხადა არველაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე.

ისრაელის გუნდი 81-ე წუთზე დარჩა ნაკლები ფეხბურთელით, როდესაც ელიაზერ დასა მოედნიდან გააძევეს ახალი საფეხბურთო წესების თანახმად.  დასამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც „მაქაბის“ კარში თავისუფალი დარტყმა დაინიშნა, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა რობერტ მაკმა და გოლი გაიტანა.

„მესმის, რომ საუბარია ახალ წესზე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს მსაჯმა ორჯერ დაგვსაჯა. როცა საჭირო იყო, თამაში მაშინ რომ გაეჩერებინა, არც ბარათი იქნებოდა და არც თავისუფალი დარტყმა“, — აღნიშნა არველაძემ.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძემ „მაქაბი“ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა

საფინალო სასტვენამდე დარჩენილ დროში „მაქაბიმ“ დანარჩენი გოლებიც გაუშვა და საბოლოოდ, დამარცხდა.

„ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მოხდა, მაგრამ დრამების დადგმის დრო არ არის. ახლა აღარაფრის შეცვლა არ შეიძლება. ახლა უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა და რატომ გაიფანტა გუნდი თამაშის ბოლოსთვის“, — ხაზი გაუსვა „მაქაბის“ მწვრთნელმა.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე, როგორც მწვრთნელი, პირველად თამაშობს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაზე. თუმცა თავად ტურნირი მისთვის უცხო არ არის. გასულ სეზონზე არველაძე თურქულ „ტრაბზონსპორს“ წვრთნიდა და მან ეს გუნდი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდშიც გადაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0