აშშ-ში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის 13 უბანი გაიხსნება

© photo: Sputnik / Галина Кмит / გადასვლა მედიაბანკშინიუ-იორკი, მანჰეტენი
ნიუ-იორკი, მანჰეტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში რუსეთის საელჩოში განმარტეს, რომ არჩევნების ჩატარების ორგანიზებაზე რუსი დიპლომატები იზრუნებენ.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობა 13 უბანზე იქნება შესაძლებელი, რომელთაგან რვა სპეციალურად გაიხსნება იმ ქალაქებში, სადაც რუსეთის ოფიციალური დიპმისიები არ არის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კიევი. დამოუკიდებლობის მოედანი - Sputnik საქართველო
კიევმა მოსკოვს უკრაინაში სათათბიროს არჩევნების ჩატარებაზე საკუთარი პირობები წაუყენა

საარჩევნო უბნები რუსეთის აშშ-ში ხუთი მუდმივი წარმომადგენლობის ტერიტორიაზე იმუშავებს: ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და სიეტლში. მათზე იქნება მიწერილი კიდევ რვა ქალაქი, სადაც მოძრავი საარჩევნო უბნები მოეწყობა: ჩიკაგო, მაიამი, ბოსტონი, ფილადელფია, ლოს-ანჯელესი, საკრამენტო, დენვერი და დალასი.

აშშ-ში რუსეთის საელჩოში განმარტეს, რომ არჩევნების ჩატარების ორგანიზებაზე რუსი დიპლომატები იზრუნებენ „როსსატრუდნიჩესტვასა“ და სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად.  

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0