თბილისის მერმა ორი წლის ანგარიში წარმოადგინა

© courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014–დან 2016 წლის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქში შეაკეთეს 200 ქუჩა, აღადგინეს 58 ინფრასტრუქტურული ობიექტი და გაამაგრეს 316 ავარიული სახლი.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ორი წლის განმავლობაში თბილისში კაპიტალურად შეაკეთეს 200 ქუჩა, ამაზე 85 ათას 119 ლარი დაიხარჯა, განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უწყების ორწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.

„2014 წლიდან  2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა  2,874 402 მ2 ფართზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისს ნაგვის ახალი მანქანები მოემსახურება

რაც შეეხება საინჟინრო ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ასევე მათ აღდგენასა და რეკონსტრუქციას, მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდა 58 ობიექტზე და ჯამურად 33 მლნ 382 ათასი ლარი დაიხარჯა.

ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 316 ობიექტზე. ამაზე 35 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა; ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია 4,5 მლნ ლარის თანხის 149 პროექტისთვის მომზადდა.

გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე, რომელიც თბილისში 2015 წლის ივნისში მოხდა, 90 მლნ ლარი დაიხარჯა.


ყველა ახალი ამბავი
0