ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია საქართველოში წარმატებით კეთდება

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიღვიძლის გადანერგვის ოპერაცია
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აჭარაში 2013 წლიდან რვა პაციენტმა გაიკეთა, წელს კიდევ ხუთი ადამიანი ისარგებლებს საქართველოში ტრანსპლანტაციის შესაძლებლობით.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 2013 წელს ღვიძლის ტრანსპლანტაციის რვა ოპერაცია ჩატარდა და ყველა პაციენტი კარგად გრძნობს თავს. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში კვლავაც გაგრძელდება, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა შეიცვლება

დღეისათვის აჭარის მცხოვრებლებს, რომელთაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ, მთავრობისგან 10 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, შესაძლოა 2017 წელს სახელმწიფო პროგრამა „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ ფარგლებში ეს თანხა 50 ათასამდე გაიზარდოს.

წელს ღვიძლს კიდევ ხუთ პაციენტს გადაუნერგავენ.

ყველა ახალი ამბავი
0