ნიკა ჭავჭავაძე არაბ ბიზნესმენს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ მოხდა ორი დღის წინ.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე ამტკიცებს, რომ არაბმა ბიზნესმენმა სასტუმროს ნომერში მასზე  ფიზიკურად იძალადა, რათა სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მსჯავრდებული გისოსებს მიღმა - Sputnik საქართველო
ზუგდიდის სასამართლო: პატიმრობის შვიდი წელი გაუპატიურებისა და ქორწინების იძულების გამო

ინციდენტი თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ მოხდა ორი დღის წინ. 22 წლის ჟურნალისტი ყვება, რომ ბიზნესმენი ერთ-ერთ სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა და საქართველოში დაგეგმილი საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციაში დახმარება სთხოვა.

„15 წუთი ვცდილობდი, რომ ამ ტიპს არაფერი არ დაეშავებინა, იმიტომ რომ ტანით ჩემზე ბევრად დიდი იყო. რაღაც მომენტი, ალბათ, ერთი წუთი, მაქსიმუმ, არ მახსოვს, სავარაუდოდ, გონება დავკარგე. მახსოვს ის მომენტი, რომ თვალები რომ გავაღე, იატაკზე ვიწექი, ეს ტიპი ზედ მეჯდა და ზედა, პერანგი არ მეცვა და შარვალზე მეჯაჯგურებოდა. შარვალზე მეჭირა ხელი, რომ რაც უნდოდა, ის არ ექნა“, — განაცხადა ნიკა ჭავჭავაძემ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.   

როგორც ის ამბობს, დახმარებას ყვირილით ითხოვდა. მისი ხმა მეზობელი ნომრის ბინადრებს გაუგონიათ და სასტუმროს დაცვაც სწორედ მათ გამოუძახებიათ.

ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციელებიც, რის შემდეგაც ნიკა ჭავჭავაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ჟურნალისტი საკუთარ  ბინაში დაკითხა და მისი მაისური და ორი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად წაიღო.

აღსანიშნავია, რომ ნიკა ჭავჭავაძე პოლიციის თანამშრომლებს მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში სდებს ბრალს, ვინაიდან არაბი ბიზნესმენი ჯერაც არ დაუკითხავთ.

სასტუმრო „ამბასადორში“ უარი თქვეს მომხდარის კომენტირებაზე და განაცხადეს, რომ ვერ დაარღვევენ საკუთარი სტუმრების კონფიდენციალობას.

რომელი ქვეყნის მოქალაქეა ზემოთ ნახსენები ბიზნესმენი, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0