ზუგდიდის სასამართლო: პატიმრობის შვიდი წელი გაუპატიურებისა და ქორწინების იძულების გამო

© Fotolia / Sakhorn38მსჯავრდებული გისოსებს მიღმა
მსჯავრდებული გისოსებს მიღმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას მერე, რაც მამაკაცმა ქორწინებაზე უარი მიიღო, მან გოგონა სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა.

თბილისი, 2 სექტემბერი– Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ. კ. დამნაშავედ  სცნო გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში და პატიმრობის შვიდი წელი მიუსაჯა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური.

გამოძიების მონაცემებით, ამა წლის მარტში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა. გოგონამ მას უარი უთხრა.

ორი დღის შემდეგ მამაკაცმა ძალადობის გამოყენებით გოგონა სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა.

2016 წლის 11 აპრილს სამართალდამცველებმა  წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დამნაშავე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა მუხლით „გაუპატიურება“ და „ქორწინების იძულება“.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0