თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. Android-ის ბაზაზე ქართული ქარხანა AG Microelectronics-ი, 2017 წლის მეორე ნახევარში, პლანშეტების წარმოებას დაიწყებს, Sputnik-თან საუბარში განაცხადა კომპანია AG Telekom-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა.
პროექტი შემუშავების პროცესშია, ამიტომ კომპანიის დირექტორმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. პლანშეტების შემდეგ Android-სმარტფონების წარმოებაა დაგეგმილი.
რუსთავში ელექტრონული საქონლის მწარმოებელი ქარხანა AG Microelectronic-ი 2014 წელს კომპანია AG Telekom-მა საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტირებით დაარსდა.
AG Microelectronics-ი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სასწავლო ელექტრონულ პლანშეტებთან ერთად, საოჯახო ტექნიკასა და სპეციალური სამხედრო დანიშნულების ტექნიკას აწარმოებს.
საწარმოსთან პარტნიორობისთვის დაინტერესება გამოხატეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel დაIberiasat. კომპანიები ინტერესდებიან როგორც მზა პროდუქციით, ისე ერთობლივი პროდუქტების შექმნით.