თბილისი, 15 სეტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სამხედრო კადეტთა ლიცეუმის აღსაზრდელი გოგონებისთვის, გიორგი კვინიტაძისა და მარო მაყაშვილის სახელობის საპრეზიდენტო სტიპენდიების დაარსების ინიციატივით გამოვიდა.
გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმში ცხრაკლას დამთავრებულ მოსწავლეებს ღებულობენ შესარცევი კონკურსის საფუძველზე. წელს გოგონებმა პირველად მიიღეს ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა.
„ამ ქვეყანაში სტანდარტი, რომელიც ბევრი საუკუნის წინ დაწესდა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“, გრძელდება“ — განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე.
„მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო, და გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის, გიორგი კვინიტაძისა და თანამებრძოლის, მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, ლიცეუმში გოგონებისთვის სტიპენდია დავაარსო“, — მიმართა გიორგი ამრგველაშვილმა ლიცეუმის პირველკურსელ გოგონებს.
შეგახსენებთ: ქუთაისის გიორგი კვინიტაძის სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს დაარსდა. ეს დახურული უფასო სასწავლებელია, სადაც სწავლა 3 წელს გრძელდება.