თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სირიიდან და ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ისრაელის სამხედრო პირების განცხადებაზე დაყრდნობით.
„ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტა ღია ადგილზე აფეთქდა ეშკოლის რეგიონულ საბჭოში… სირიიდან გამოტყორცნილი ჭურვი კი ისრაელის გოლანის მაღლობების ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა“, — ნათქვამია ისრაელის არმიის პრესსამსახურის განცხადებაში.
ეს სროლების უკვე მე-6 შემთხვევაა ბოლო 11 დღის განმავლობაში. სამხედროები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტები წინასწარგანზრახულად ხდება მეზობელ სახელმწიფოში, სირიაში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, რასაც ისრაელი გამუდმებით პასუხობს სირიის საზღვრისპირა პოზიციებზე განლაგებულ სამთავრობო ძალებზე დარტყმით.
რაც შეეხება ღაზის სექტორს, აგვისტოს შემდეგ ეს პირველი სროლებია ისრაელის მიმართულებით.