ისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალებმა სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს შეუტიეს

© photo: courtesy of Israeli Armed Forces Press Service / გადასვლა მედიაბანკშიისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებელი
ისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე მეოთხე ჭურვი ჩამოვარდა, რასაც ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ისრაელმა გოლანის მთების ნაწილ ტერიტორიაზე, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება, მორიგი ჭურვის ჩამოგდება უპასუხოდ არ დატოვა – ავიაციამ სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს შეუტია.

სირია - Sputnik საქართველო
სირიამ რუსეთისა და აშშ-ს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარი დაუჭირა

ეს ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკვე მეოთხე მსგავსი ინციდენტია. ამ ტერიტორიაზე ჭურვების გახშირებულ ვარდნას ადგილობრივი ექსპერტები სირიის ჯარებსა და ოპოზიციის ბოევიკებს შორის სასაზღვრო რაიონებში ბრძოლების გააქტიურებას უკავშირებენ.

„იმ ჭურვის საპასუხოდ, რომელიც გუშინ საღამოს ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა, ისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალებმა სირიის გოლანის მთებზე სირიის რეჟიმის პოზიციებს შეუტიეს“, – განაცხადეს სამხედრო მოსამსახურეებმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

სირიულ მხარეზე შეტევის დროს არავინ დაშავებულა. საპასუხო დარტყმის თაობაზე ინფორმაცია არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0