ასტროლოგი: ზოდიაქოს ნიშნების თარიღები არ შეცვლილა

© Flickr / Telpingზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ ცაგარელმა განმარტა, რომ იცვლება (გადაადგილდება) თანავარსკვლავედები და არა ზოდიაქოს ნიშნები.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ამერიკული კოსმოსური სააგენტო „ნასა“ (NASA) ასტროლოგიის უცოდინრობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზოდიაქოს ნიშნების თარიღები არ შეიძლება შეცვლილიყო.

ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია „ნასაზე“ დაყრდნობით, რომ ზოდიაქოს ნიშნების თარიღები შეიცვალა.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
გამოჩნდება თუ არა აგვისტოში ორი მთვარე და რას მოიტანს მარსისა და დედამიწის დაახლოება

„სრული სისულელეა. „ნასაში“ ასტროლოგიის არაფერი გაეგებათ და ასტრონომიას ასტროლოგიისგან ვერ არჩევენ. დიახ, ცვლილებები მოხდა, მაგრამ შეიცვალა თანავარსკვლავედები და არა ზოდიაქოს ნიშნები. და ამის გარჩევა არ შეუძლიათ. როდესაც 40 საუკუნის წინ ზოდიაქოს ნიშნები შედგა, ასტროლოგებს მათთვის რამე სახელი უნდა მიენიჭებინათ. მაგალითად, ზოდიაქოს პირველი ნიშანი — ვერძი მაშინ ვერძის თანავარსკვლავედში აღმოჩნდა და ამიტომ ეწოდა ასე“, — განუცხადა ცაგარელმა Sputnik-ს.

40 საუკუნის განმავლობაში ე. წ. პრეცესია მოხდა, ანუ დედამიწის დახრა, თანავარსკვლავედების მოძრაობა. ამან თანავარსკვლავედების შემდეგი ზოდიაქოს ნიშანში 45 გრადუსით გადაადგილება გამოიწვია.

„უნდა გვესმოდეს, რომ თანავარსკვლავედი კი არ გვაძლევს დახასიათებას. თანავარსკვლავედები გადაადგილდებიან, ხოლო ქოდიაქოს გადაადგილება არ შეუძლია. აი, რაში ვერ ხედავენ განსხვავებას. თანავარსკვლავედების მოძრაობა — ეს ასტრონომიაა, ხოლო ზოდიაქოს უცვლელი რგოლი თავისი შიდა ფსიქოტიპით — ასტროლოგია, რომელიც ადამიანზე ენერგეტიკულ ზეგავლენას ახდენს“, — აღნიშნა ცაგარელმა.

ცაგარელის განცხადებით, მრავალი საუკუნის შემდეგ, შესაძლოა, ეს თანავარსკვლავედები იმ წერტილს დაუბრუნდნენ, საიდანაც მრავალი საუკუნის წინ ასტროლოგია დაიწყო.

მან განმარტა, რომ ასტროლოგიაში მთავარი არა თანავარსკვლავედები, არამედ პლანეტების სისტემაა.

ყველა ახალი ამბავი
0