თბილისის გრიბოედოვის თეატრს ბელარუსსა და უკრაინაში გასტროლი აქვს

© photo: courtesy Drama Theater named after Griboedov"რევიზორი"
რევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე გოგოლის „რევიზორით“ წარდგება მაყურებლის წინაშე.

თბილისი, 15 სექტემბერი— Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბელარუსსა და უკრაინაში გასტროლზე გაემართა. როგორც Sputnik-ს თატრის პრეს-სამსახურში განუცხადეს, გრიბოედოველები ბრესტრში 15 სექტემბერს  XXI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „თეთრი კოშკი“ მიიღბენ მონაწილეობას, ხოლო 17 სექტემბერს კი ლვოვში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ“ოქროს ლომზე“ წარდგებიან. 

რევიზორი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრის „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს

XXI საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეთრი კოშკი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 25-წლისთავს ეძღვნება. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდავეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ოქროს ლომი“ — უკრაინის ერთ-ერთი მასშტაბური თეატრალური ფესტივალია, რომელიც ფოკუსირებულია თეატრალურ ხელოვნებაში თანამედროვე ტენდენციებზე. ფესტივალის 23-წლიანი ისტორიის მანძილზე, მასში 20-ზე მეტი ქვეყნის ოთხი ათასამდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი ევროპული თეატრალური ფორუმის IEMT-ისა და საერთაშორისო ფესტივალების ასოციაცია IFEA-ა წევრია.

როგორც ბელარუსში, ისე უკრაინაში ა. გრიბოედოვის თეატრის დასი გოგოლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „რევიზორს“ წარადგენს, რომლის  რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.

2015 წელს „რევიზორი“ ილიაუნის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითი ცენტრის ვერსიით წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0