გრიბოედოვის თეატრის „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს

© Архив Грибоедовского театра"რევიზორი"
რევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავთანდილ ვარსიმაშვილის „რევიზორი“ საუკეთესო ოთხ ნომინაციაში აღმოჩნდა: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისურა, ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის საუკეთესო როლი და საუკეთესო მუსიკალური გაფორმება.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სპექტაკლი „რევიზორი“ ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის რეჟისურით, ილიაუნის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ვერსიით, გასული წლის საუკეთესო სპექტაკლად გამოცხადდა.

„ქართული თეატრი 2015“-ის კვლევის შედეგად ცენტრმა სხვადასხვა თეატრალურ ნომინაციაში ხუთ-ხუთი გამარჯვებული გამოავლინა.

 „რევიზორი“ საუკეთესოდ ოთხ კატეგორიაში აღიარეს: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისურა (ავთანდილ ვარსიმაშვილი), ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცის საუკეთესო როლი (აპოლონ კუბლაშვილი — ხლესტაკოვი) და საუკეთესო მუსიკალური გაფორმება (ელისო ორჯონიკიძე).

საუკეთესო სპექტაკლების ხუთეულში „რევიზორთან“ ერთად შევიდა ავთანდილ ვარსიმაშვილის „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე დადგმული „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“

გასული წლის საუკეთესო თეატრალური დადგმების რეიტინგში ასევე შევიდა სპექტაკლები „ლისისტრატე“ (რუსთაველის თეატრი, რეჟისორი დავით საყვარელიძე), „შეცდომების კომედია“ (მარჯანიშვილის თეატრი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე) და „მსახურები“ (სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე).

სცენა რევიზორიდან - Sputnik საქართველო
„რევიზორის“ პრემიერა, ანუ როგორ აქცია ვარსიმაშვილმა ხლესტაკოვი ანგელოზად

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობებად აღიარეს კონსტანტინე როინიშვილი (სპექტაკლი „მეორედ მოსვლა“, მარჯანიშვილის თეატრი), კახა კინწურაშვილი („მედეა“, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი), პაატა ქვლივიძე („1945“, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) და გიორგი ელიზბარაშვილი („სეილსმენი“, გორის დრამატული თეატრი).

2015 წლის უძლიერეს ქართველ რეჟისორთა ხუთეულში, ვარსიმაშვილის გარდა, მოხვდნენ ნიკოლოზ სიბაშვილი (მოზარდ მაყურებელთა თეატრი) და იოანე ხუციშვილი (თავისუფალი თეატრი).

თბილისი - Sputnik საქართველო
თეატრალური საქართველო - თეატრის კრიტიკოსის მანანა ტურიაშვილის შეფასებები

გარდა ამისა, ილიაუნის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გამოავლინა გამარჯვებულები ნომინაციებში: „ქალის საუკეთესო როლი“, „მამაკაცის საუკეთესო როლი“, „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ და „საუკეთესო სცენოგრაფი“.

სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. ორმოქმედებიანი ფანტასმაგორიისთვის მუსიკა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა (ისრაელი) დაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0