თეატრალური საქართველო - თეატრის კრიტიკოსის მანანა ტურიაშვილის შეფასებები

თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ განვლო 2015 წელი ქართულმა თეატრმა, რა პრომლემების წინაშე იდგა, შეიცვალა თუ არა, გახდა თუ არა მსოფლიო თეატრალური პროცესების ნაწილი, რომელმა თეატრმა, რომელმა მსახიობმა თუ რეჟისორმა უჩვენა მაღალი დონის პროფესიონალიზმი, სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ Sputnik-საქართველო.

2015 წლის განსაკუთრებულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, უჩვეულოდ ნიჭიერი მსახიობისა და მხატვრის, ბატონ ჟანრი ლოლაშვილის ბრწყინვალე გამოფენა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შედგა და დიდი პაუზის შემდეგ, რუსთაველის თეატრში ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“-ის აღდგენა, სადაც ჟანრი ლოლაშვილმა ლუარსაბის როლის შესრულებით, მაყურებელი დაატყვევა.

© FB / Rustaveli Theatre"კაცია-ადამიანი?!" - ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე
კაცია-ადამიანი?! - ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე - Sputnik საქართველო
"კაცია-ადამიანი?!" - ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე

გასული წლის ლიდერი  რეჟისორები:

რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლით „იულიუს კეისარი“ და დავით დოიაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრში განხორციელებული სპექტაკლით „ცხოვრება იდიოტისა“. ღვაწლმოსილი რეჟისორი, ხალხში ჩაბუდებულ კეისარს ებრძვის და დღევანდელი საქართველოს მძიმე მდგომარეობას, მოქალაქეობრივი მრწამსის დეფიციტით ხსნის, დავით დოიაშვილი კი, შემოქმედის ძალაზე, მის წარმოსახვებზე და რწმენაზე,უჩვეულო და ქართულ თეატრში არნახული რეჟისორული ფანტაზიით გვესაუბრება.

ახალგაზრდა წარმატებული რეჟისორები:

ლევან წულაძის სტუდენტმა გიორგი კავილაძემ, მარჯანიშვილის თეატრის „სხვენში“, „დარისპანის გასაჭირის“ საინტერესო ვერსია დადგა, სადაც ახალბედა მსახიობთან ერთად გამოცდილმა არტისტებმაც მიაღწიეს წამატებას. მისი სწავლება, ავტორის სტილისტიკის ძიებაში, გამარჯვებით დასრულდა. კვლავ საინტერესოდ მუშაობს რეჟისორი მიშა ჩარკვიანი, რომელმაც მუსიკისა და დრამის თეატრში ევრიპიდეს „მედეას“ თავისებური ვერსია შექმნა.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

ნინო კასრაძე, სამეფო უბნის თეატრში, ნიკა თავაძის მიერ განხორციელებულ სპექტაკლში „მოახლეები“, სადაც მან ჟან ჟენეს რთული ტექსტის ქსოვილში, უჩვეულოდ საინტერესო სახე შექმნა. თხელი, თითქმის უხორცო მსახიობი, თავისი გმირის შეუმდგარ ცხოვრებას ებრძვის და მისი ბრძოლა იმდენად ნამდვილია, რომ სცენური და რეალური ცხოვრების ზღვარს შლის. 

© https://www.facebook.com/rd.theatre?fref=photo"მოახლეები". ნინო კასრაძე.
მოახლეები. ნინო კასრაძე. - Sputnik საქართველო
"მოახლეები". ნინო კასრაძე.

 მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან ცხაკაია, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა კომედიური როლი, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „დაანებე ჩემ ცოლს თავი!“  მისი გმირი მაყურებელს, აზროვნების სიღრმით და მხიარულებით, ბევრ რამეზე დააფიქრებს. 

მსახიობი ნანა ბუთხუზი, მუსიკისა და დრამის თეატრში, რეჟისორ დავით დოიაშვილის სპექტაკლში „ცხოვრება იდიოტისა“, განხორციელებული ჯადოქრისა და სტუმრის სახიერი როლების შესრულებისათვის, რომელიც სცენური სიტყვით  და სხეულის გამომსახველობით გხიბლავდათ.

© http://marjanishvili.com/ge/gallery/pictures?77"დაანებე ჩემს ცოლს თავი!" - ქეთევან ცხაკაია
დაანებე ჩემს ცოლს თავი! - ქეთევან ცხაკაია - Sputnik საქართველო
"დაანებე ჩემს ცოლს თავი!" - ქეთევან ცხაკაია

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

 დავით უფლისაშვილი, რობერტ სტურუას „იულიუს კეისარში“ მთავარი როლის შემსრულებელი —მან შემოქმედებითი აზროვნებით დაამტკიცა, რომ ადამიანში უამრავი რესურსია და თუ გამოიყენებ, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. იმავე სპექტაკლში, კასიუსის როლის შემსრულებელი, ლევან ხურცია - მან სპექტაკლში ახალი შემოქმედებითი ენერგიით გაიბრწყინა. მაღალი, წარმოსადეგი აღნაგობის, მოქნილი მსახიობი მაყურებელს უჩვენებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ შეთქმულების გამჩაღებელი პოლიტიკოსის მიზნები. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბესო ბარათაშვილი,გიორგი კავილაძის მიერ დადგმულ „დარისპანის გასაჭირში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. ბესო ბარათაშვილის დარისპანი, სისადავით გიპყრობდათ, სადაც სცენურ შტამპებს ვერ ნახავთ.

წარმატებული ექსპერიმენტი:

ქორეოგრაფისა და რეჟისორის, კონსტანტინე ფურცელაძის ძიებები, „სხეულით თხრობის“ მიმართულებით, თვალნათლივ აისახა მის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში განხორციელებულ ანტონ ჩეხოვის „სამი დის“ თავისებურ ვერსიაში, სადაც თავისუფალი და მოაზროვნე მსახიობების ხილვა გხიბლავდათ.

გასტროლები საზღვარგარეთ:

რობერტ სტურუას,  დავით დოიაშვილის, ლევან წულაძის, ავთო ვარსიმაშვილის, დათა თავაძის და სხვა რეჟისორების რჩეული სპექტაკლები, ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე უჩვენეს.

2015 წელს საქართველოში თეატრალური ფესტივალები ჩატარდა:

1.პირველად საქართველოში — პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი; 2. ქუთაისში „თეატრალური იმერეთი“; 3. გორში „კომედიის ფესტივალი; 4. ბათუმში მონოპიესების ფესტივალი; 5. ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი; 6. მესხეთში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი; 7. საქართველოს დედაქალაქში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წარსდგა საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამით; 8. სახალხო თეატრების ფესტივალი; 9. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.

© http://rustavelitheatre.ge"იულიუს კეისარი". დავით უფლისაშვილი.
იულიუს კეისარი. დავით უფლისაშვილი. - Sputnik საქართველო
"იულიუს კეისარი". დავით უფლისაშვილი.

შენიშვნა:  წელს საფესტივალო ღონისძიებები კონსტრუქციულად, რომ დაეგეგმათ და თანხა დაეზოგათ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობას ალბათ საშველი დაადგებოდა და მისი დასის ნიჭიერი მსახიობები, ქვეყნის საკეთილდღეოდ წელგამართულნი იმუშავებდნენ.

2015 წლის იუბილე:

მწერალს, მთარგმნელს და მრავალი სცენური ადაპტაციის ავტორს — თამაზ გოდერძიშვილს 80 წელი შეუსრულდა;

ქართული პანტომიმის თეატრმა, 50 წლის იუბილე იზეიმა;

აღიარებული კომპოზიტორის, ბრწყინვალე მუსიკოსის — გია ყანჩელის 80 წლის იუბილე, მთელი წელიწადი აღინიშნებოდა;

აღიარებულ თეატრმცოდნეს, ბრწყინვალე თეატრალურ კრიტიკოსსა და მწერალს — ნოდარ გურაბანიძეს 85 წელი შეუსრულდა;

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს — რეჟისორ ლევან წულაძეს 50 წლის იუბილე გადაუხადეს;

გრიბოედოვის რუსულმა თეატრმა დაარსების 170 წლისთავი, მრავალი ღონისძიებებით აღნიშნა, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა;

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორის 60  წლის იუბილე აღნიშნეს. ნიჭიერი კრიტიკოსი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა;

თუმანიშვილის თეატრში, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის — რეჟისორ ქეთი დოლიძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს.

© www.reitingi.geმსახიობი ლევან ხურცია
მსახიობი ლევან ხურცია - Sputnik საქართველო
მსახიობი ლევან ხურცია

2015 წელს, საქართველოს სხვადასხვა თეატრების ფიცარნაგებზე დიდი თეატრალური დღესასწაული გვიჩვენეს:

1. ლატვიელმა რეჟისორმა, ალვის ჰერმანისმა — „ხანგრძლივი ცხოვრება“;

2. გერმანელმა რეჟისორმა, თომას ოსტერმაიერმა — „ხალხის მტერი“;

3. გერმანელმა ქორეოგრაფმა საშა ვალცმა — „დღიური I — რვას აკლია ოცი წუთი“;

4. ლიტველმა რეჟისორმა რიმას ტუმინასმა — „მადაგასკარი“, „ევგენი ონეგინი“.


ყველა ახალი ამბავი
0