თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკის „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ სარჩელი და მას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაუბრუნა, აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში ცესკომ ოპოზიციური ბლოკის „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაცია, პარტიული სიის არარსებობის გამო, გააუქმა.
„ვიღაცას ძალიან არ უნდოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაგრამ დანარჩენი ხუთი-ექვსი პარტია ერთმანეთის კონკურენტია და ვიღაცას აწყობდა, რომ არჩევნებიდან მოგვხსნეს“, — განაცხადა ბლოკის ლიდერმა გოგი თოფაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
გაასაჩივრებს თუ არა საქართველოს ცესკო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს გახდება ცნობილი.
თოფაძის ბლოკში ორი პარტიაა გაერთიანებული: „მრეწველობა გადაარჩენს საქათველოს“ და არასაპარლამენტო პარტია „ჩვენი სამშობლო“.