„მრეწველები" საპარლამენტო არჩევნებიდან მათი საარჩევნო ბლოკის მოხსნას აპროტესტებენ

© photo: courtesy of Gia Korkotashviliგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო ოპოზიციური ბლოკის ლიდერები ირწმუნებიან, რომ მათ ცესკოში ყველა საჭირო დოკუმენტაცია დროულად წარადგინეს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციას მართავენ და ცესკოს გადაწყვეტილებას, საპარლამენტო არჩევნებიდან ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებენ. 

ცესკო - Sputnik საქართველო
„მრეწველები“ და „გირჩი“ წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშნენ

მანამდე ცესკომ განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე-მრეწველები“ საარჩევნო პარტიული სია არ წარადგინა, რაც კანონმდებლობით აუცილებელია. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მათ  ცესკოში  ყველა საჭირო დოკუმენტაცია დროულად წარადგინეს, ცესკო კი ვალდებული იყო  აღნიშნული უზუსტობა პარტიისთვის დროულად ეცნობებინა.

„ჩვენ დროულად ჩავაბარეთ დოკუმენტაცია და თუ ვინმემ რამე დაკარგა ან ვერ შეძლო საჭირო ფორმით დოკუმენტაციის მიღება, ამაზე პასუხისმგებლობა ცესკოს ენიჭება. მე მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს გონიერებისკენ და ვეუბნები მას, რომ მან კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს:, — განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ჩიტიშვილმა ცესკოს შენობასთან სიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.

აღნიშნული საარჩევნო ბლოკს ორი ოპოზიციური პარტია: „თოფაძე-მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“ წარმოადგენს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება, მასში 29 პარტია და საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას.


ყველა ახალი ამბავი
0