ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში
ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ევროპარლამენტში შექმნილი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი მიმართულია ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან კავშირების გამტკიცებაზე, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ გუშინ სტრასბურგში მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება“, განაცხადა ჯგუფის თანათავმჯდომარე კლერ მუდიმ.

მიხეილ ჯანელიძე და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
ევროკომისარმა საქართველო დაარწმუნა, რომ ევროკავშირი ვიზებს გააუქმებს

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზანია. 2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებისა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

ამჟამად ევროპული სტრუქტურები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0