ევროკომისარმა საქართველო დაარწმუნა, რომ ევროკავშირი ვიზებს გააუქმებს

© FB/ МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და იოჰანეს ჰანი
მიხეილ ჯანელიძე და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ევროპული სტრუქტურა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ემხრობა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ევროპული სტრუქტურები ერთხმად თანხმდებიან, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა სტრასბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც  ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება“, — განაცხადა ჰანმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირის სტრუქტურები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მუშაობენ, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.

„ეს არის ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით“, — განაცხადა ჰანმა.

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, რადგან ამ ქვეყანამ ამისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა, რაც ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში დაფიქსირდა, აღნიშნა ევროკომისარმა.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო
თბილისი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ვიზების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ქართველი დიპლომატი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

გასულ კვირაში ევროპარლამენტის კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საკითხებში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში ევროპარლამენტში მომხსენებლის მარია გაბრიელას ანგარიში.

ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეაჯერონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის კავშირის წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ — დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0