თბილისი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ვიზების თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა მარია გაბრიელი ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია ევროპარლამენტის კენჭისყრის შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.

შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება

2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის ანგარიშს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა იგი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა“, — ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროცედურების თანახმად, ახლა მარია გაბრიელი ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს. მხარეებმა რეგულაციების ცვლილების საბოლოო ვარიანტი უნდა შეათანხმონ, რის შემდეგაც დოკუმენტს ჯერ ევროპარლამენტის სხდომაზე ეყრება კენჭი, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

ზუსტად როდის გაიტანენ საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0