ევროკავშირს სამხედრო ბლოკის შექმნა შეუძლია

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისია
ევროკომისია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიის თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციების მართვისთვის ერთიანი შტაბის შექმნის შესახებ.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების   თავდაცვითი შესაძლებლობების შესაძლო გაერთიანების შესახებ განაცხადა.

„ლისაბონის შეთანხმება ევროკავშირის წევრებს საშუალებას აძლევს, მათი სურვილის შემთხვევაში, თავდაცვითი შესაძლებლობები მუდმივ სტრუქტურულ ფორმაში გააერთიანონ. ვთვლი, რომ დრო მოვიდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ“, — აღნიშნა იუნკერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას.

ევროკავშირის წევრი-ქვეყნების არასაკმარისი დონით თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში „ევროპას 20-დან 100 მლნ-მდე უჯდება“, განაცხადა მან. 

მიხეილ ჯანელიძე და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
ევროკომისარმა საქართველო დაარწმუნა, რომ ევროკავშირი ვიზებს გააუქმებს

„ევროპული თავდაცვის გარანტიების გასაძლიერებლად, ევროპული თავდაცვის მრეწველობამ ინოვაციებთან მიმართებით თავისი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს. ამიტომ წლის ბოლომდე ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული თავდაცვითი ფონდის შექმნას იმისათვის, რომ აქტიურად მოვახდინოთ კვლევებისა და ინოვაციების სტიმულირება“, — განაცხადა იუნკერმა.

პოლიტიკოსი ასევე გამოვიდა წინადადებით სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციების მართვისთვის ერთიანი შტაბის შექმნის შესახებ. მისი სიტყვებით, ევროპული საბჭო უკვე ვერ იქნება დამოკიდებული  „ მხოლოდ ერთ ძალაზე“ და ცალკეული ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებზე.  

გაზაფხულზე ევროპული დიპლომატიის მეთაურმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საკუთარ შეიარაღებულ ძლებს არ შექმნის. ივნისში მოგერინის ოფისმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით ევროპული ახალი გლობალური სტრატეგია წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უნდა განავითარონ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0