თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო საქართველოს ტერიტორიაზე აშს-ის სამხედრო ბაზების განთავსების ინიციატივისათვის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა. უსუფაშვილი ირწმუნება, რომ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იდეა ამერიკული ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, უბრალოდ მავნებელია ქვეყნისთვის. გული მწყდება, რომ ბატონმა უსუფაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა. ეს ქვეყნის გახლეჩის იდეაა. ეს იდეა საქართველოს ორ ტერიტორიულ ნაწილად გაყოფს, სადაც ერთ მხარეზე რუსული, მეორეზე კი ამერიკული ბაზები იქნება განთავსებული“, — განაცხადა ბურჯანაძემ Sputnik-თან საუბრისას.
უბლოკო სტატუსი საქართველოს სტაბილურობის გარანტია, გარანტი იმის, რომ საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ექნება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, აღნიშნა ბურჯანაძემ.
„ვთვლი, რომ უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველო არ უნდა იქცეს პოლიგონად ორი ურთიერთთაპირისპირებული სუპერქვეყნისა თუ სუპერძალისთვის — რუსეთისა და ნატოს, რუსეთისა და აშშ-სთვის“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აგვისტოს შუა რიცხვებში საინიციატივო ჯგუფმა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, პარლამენტში განცხადება შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის მიზნით, ხელმოწერების დაწყების განზრახვაზე. უბლოკო სტატუსი გულისხმობს ქვეყნის უარს ნებისმიერ სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
ბურჯანაძის ინიციატივის პასუხად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეტანილ იქნას ცვლილება კონსტიტუციის პრეამბულაში და დეკლარირებულ იქნას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უსუფაშვილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ცვლილებების ინიცირებისათვის.