თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. უკრაინამ, შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, თუ რუსეთის უფლებამოსილებებს აღადგენენ, განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ არიევმა.
„თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცხადია, უკრაინა არ დაესწრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იქამდე, სანამ ევროსაბჭო საკუთარ პრინციპებს არ აღადგენს“, – განაცხადა არიევმა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ჯერჯერობით საბოლოო გადწყვეტილება არ მიუღიათ.
„არის დისკუსია, სერიოზული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გარკვეულ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვიდეთ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ბლოკირება მოვახდინოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის“, – დასძინა არიევმა.
ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო 2014 და 2015 წლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთს სესიაზე ხმის მიცემის, ასევე საწესდებო ორგანოების მუშაობაში და არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა. რუსეთის დელეგაციამ გადაწყვიტა, ამა წლის იანვარში დელეგაციის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გაეგზავნა. ამასთან, მოსკოვს სტრასბურგთან მუშაობაზე, მთლიანობაში, უარი არ განუცხადებია.