ნარიშკინი აგრამუნტთან ევროსაბჭოს ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევაზე იმსჯელებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს კანონით მინიჭებული უფლებები ჩამოართვა და ამ საკითხის განხილვას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან აპირებს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან პედრო აგრამუნტთან რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის თაობაზე იმსჯელებს.  

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პარტიებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

ნარიშკინი აგრამუნტს დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში შეხვდება, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 19 მაისს გაიმართება. 

„რა თქმა უნდა, საკითხების მთელ კომპლექსზე ვიმსჯელებთ… უპირველესად, საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის კანონიერი უფლებების ჩამორთმევას უკავშირდება, რის პასუხადაც ჩვენ საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთქმედება შევწყვიტეთ“, — განაცხადა ნარიშკინმა. 

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებანი 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა უკრაინის მიმართ პოზიციის გამო. 


ყველა ახალი ამბავი
0