საქართველო რუსეთში საარჩევნო უბნებს არ გახსნის

გამოწერა
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც საქართველოში 8 ოქტომბერსაა დანიშნული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყანაში შეძლებენ ხმის მიცემას

მსოფლიოს 42 ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთის ტერიტორიაზე არ იხსნება საარჩევნო უბნები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე არ იხსნება საარჩევნო უბნები საქართველოში რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ: ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 18 სექტემბრისთვის საქართველოში იქნებიან, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის ქალაქ გიუმრიში მოუწევთ წასვლა.

ყველა ახალი ამბავი
0