თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 5 საარჩევნო ბლოკი და 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას.
საზღვარგარეთ 57 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც ხმის მიცემას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებიან.
საარჩევნო უბნები ყველაზე მეტი საბერძნეთში (6), თურქეთში (3), აშშ-სა (3) და უკრაინაში (3) გაიხსნება.
საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ შემდეგ ქვეყნებში:
1. ავსტრია, ვენა
2. აზერბაიჯანი, ბაქო
3. სომხეთი, ერევანი
4. ბელარუსი, მინსკი
5. ბელგია, ბრიუსელი
6. ბულგარეთი, სოფია
7. დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
8. უნგრეთი, ბუდაპეშტი
9. გერმანია, ბერლინი და ფრანკფურტი
10. საბერძნეთი, ათენი, სალონიკი
11. დანია, კოპენჰაგენი
12. ეგვიპტე, კაირო
13. ისრაელი, თელ-ავივი
14. ესპანეთი, მადრიდი და ბარსელონა
15. იტალია, რომი
16. ირლანდია, დუბლინი
17. ყაზახეთი, ასტანა
18. კანადა, ოტავა
19. კატარი, დოჰა
20. კვიპროსი, ნიქოზი
21. ჩინეთი, პეკინი
22. ქუვეითი, ალ-ქუვეითი
23. ლატვია, რიგა
24. ლიტვა, ვილნიუსი
25. მოლდავეთი, კიშინიოვი
26ნიდერლანდები, ჰააგა
27. ნორვეგია, ოსლო
28. პოლონეთი, ვარშავა
29. პორტუგალია, ლისაბონი
30. აშშ, ვაშინგტონი და ნიუ-იორკი
31. სლოვაკეთი, ბრატისლავა
32. თურქეთი, ანკარა, სტამბული და ტრაბზონი
33. უზბეკეთი, ტაშკენტი
34. უკრაინა, კიევი და ოდესა
35. საფრანგეთი, პარიზი
36. ფინეთი, ჰელსინკი
37. ჩეხეთი, პრაღა
38. შვედეთი, სტოკჰოლმი
39. შვეიცარია ბერნი
40. ესტონეთი, ტალინი
41. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პრეტორია
42. იაპონია, ტოკიო