თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სახით რეგისტრაცია გაიარა 680-მა დამკვირვებელმა 87 ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციიდან, აღნიშნულია ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება; მონაწილეობას იღებს 22 პარტია და 5 ბლოკი.
ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლების — 1 ოქტომბერს.
ამჟამად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 130 დამკვირვებელი 27 უცხოური ორგანიზაციიდან, მათ შორის — 47 დამკვირვებელი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მისიიდან.
ასევე, ცესკოში რეგისტრაცია გაიარა 60 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცი9ის 550-მა დამკვირვებელმა. ყველაზე მეტი დამკვირვებელი — 151 ადამიანი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეყოლება.
კანონის თანახმად, დამკვირვებლებს უფლება აქვთ, დააკვირდნენ ნებისმიერი საარჩევნო კომისიის მუშაობას, იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნის შენობაში ხმების დათვლის დასრულებამდე და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას.
ასევე, დამკვირვებლებს უფლება აქვთ, დარღვევების შემთხვევაში, გაასაჩივრონ კონკრეტული საარჩევნო უბნის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ქმედებები.
ერთ საარჩევნო უბანზე შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი ამა თუ იმ ორგანიზაციიდან.