დავით უსუფაშვილმა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა

© Parliament of Georgiaდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე აღაშფოთა უმოქმედობაში ბრალდებამ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ უმოქმედობის გამო არ შევიდა.

გუშინ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანამებრძოლები, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, რომლებიც უსუფაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ საკონსტიტუციო კომისიაში, პასიურობაში დაადანაშაულა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა რესპუბლიკელებს ცუდი პარტნიორები უწოდა

ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერაც პირდაპირი წესით ირჩევა.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვეტილება იმის გამო ვერ მიიღო, რომ მის მუშაობას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლებსაც არაფერი აღელვებდათ ბოლო ოთხი წელი საკუთარი თავის გარდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ქვეყანა სამართავად მიიღო, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო“, — განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2013 წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, „რესპუბლიკელმა“ ვახტანგ ხმალაძემ პ[რეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების წინადადება წამოაყენა, მაგრამ  კოალიციის სხვა წევრებმა და თავად ბიძინა ივანიშვილმაც „რესპუბლიკელებს“ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების მცდელობაში დასდო ბრალი.

„ეს ის დროა, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ხოლო მარგველაშვილი ჯერ კიდევ „კარგი ბიჭი“ იყო ივანიშვილის თვალში. მერე, როცა მარგველაშვილი აღარ იყო კარგი ბიჭი, ირკვევა, რომ თურმე ჩვენ, „რესპუბლიკელები“ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ მარგველაშვილი პირდაპირი წესით აირჩიეს. რა უნდა გაგვეკეთებინა? ქსეროქსზე უნდა გაგვემრავლებინა ჩვენი ცხრა ხმა, 215-ად გვექცია და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვაგვარად უნდა აგვერჩია?“ — ხაზგასმით იკითხა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შენიშნავს, რომ ივანიშვილის ბრალდებები პოლიტიკური დებატების ფარგლებს გასცდა.

ყველა ახალი ამბავი
0