თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გაათავისუფლა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
კვირიკაშვილის ბრძანებები მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ხულორდავა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაშია, ხოლო თალაკვაძე პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია ქალაქ ოზურგეთში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
გასულ კვირაში არჩევნებთან დაკავშირებით თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილმა დაიკავა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ლევან დავითაშვილი გახდა.