საქართველოს მთავრობაში ორი ახალი მინისტრია

© Сайт Георгия Квирикашвилиსაქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გადაწყვიტეს პარლამენტში იყარონ კენჭი, კანონის თანახმად, მათ თანამდებობების დატოვება მოუწიათ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი, ხოლო ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გადაწყვიტეს პარლამენტში იყარონ კენჭი, კანონის თანახმად, მათ თანამდებობების დატოვება მოუწიათ. 

საპარლამენტო არჩევნები  საქართველოში 8 ოქტომბერსა დანიშნული. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა

„ილია და ლევანი გამორჩეულნი არიან თავის პიროვნული თვისებებით და მოხარული ვარ, რომ ასეთი პროფესიონალები და ღირსეული ადამიანები წარვადგინე ამ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. მინდა წარმატება ვუსურვო მათ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მინისტრებს, რომლებიც ჩაერთნენ საარჩევნო პროცესში. ორი9ვე მათგანს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს და დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევენ ამას თავს“,- თქვა კვირიკაშვილმა. 

ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ გამოაქვეყნა პარტიული სიის პირველი ათეული, რომელშიც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს მეორე ადგილი უჭირავს. 

ოთარ დანელია კი მმართველმა პარტიამ მარტვილი-აბაშის საარჩევნო ოლქში წარადგინა მაჟორიტარულ კანდიდატად. 


ყველა ახალი ამბავი
0