კახა კალაძემ ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა

© FB/ Каха Каладзеკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების საფუძველი კახა კალაძის მიერ არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრ  კახა კალაძის განცხადება  დააკმაყოფილა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

კალაძე საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ამიტომაც, კანონის თანახმად, მან ტანამდებობა დატოვა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქრტომბერს იმართება.

„დღევანდელი დღიდან თქვენი მინისტრი აღარ ვარ. მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას. ჩემთვის ეს ყველაფერი ცოტათი ემოციურია“, — განაცხადა კალაძემ თანამშრომლებისადმი მიმართვისას.

ექს-მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა პროდუქტიული მუშაობისათვის და დასძინა, რომ იგი ამაყობს მათტან ერთად მუშაობის შესაძლებლობა რომ მიეცა.

ხუთშაბათს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ათეულის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელშიც კალაძე, რომელიც ამასთანავე პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეა, მეორე ნომრითაა წარდგენილი. პარტიულ სიას სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  უდგას.

ყველა ახალი ამბავი
0