"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

© FB / "Грузинская мечта"კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი
კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უხელმძღვანელებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ამჟამინდელი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში 30-ზე მეტი პარტია გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი საარჩევნო შტაბის უფროსი — კახა კალაძე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მენეჯერული და ორგანიზატორული თვისებებითაა დაჯილდოებული. წინასაარჩევნო პერიოდს თან გარკვეული ვნებათაღელვა ახლავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, როგორც მმართველი პარტია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს“, — თქვა კალაძემ.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ თავიანთი პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის არჩევნებს“, — ხაზგასმით აღნიშნა კალაძემ.

დღეს კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ფაქტობრივად, დაიშალა — კოალიციაში შემავალი თითოეული პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0