საქართველოს პრეზიდენტი: ყურბან-ბაირამი სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულია

© photo: Sputnik / Denis Aslanovმეჩეთი
მეჩეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყურბან-ბაირამი ჰაჯის - მუსლიმთა მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის დასასრულია. დღესასწაულს მექის მახლობლად მინას ველზე სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა, ბედნიერება სულიერი სიმშვიდე უსურვა.

თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მიმდინარე წელს იგი 12 სექტემბერს იწყება.

„გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს — მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს. ვიზიარებ საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენ ოჯახებში სუფევს“, — აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

„საქსტატის“ გამოკითხვის თანახმად, ამჟამად საქართველოში 398677 მუსლიმი ცხოვრობს.


საქართველოში ფუნქციონირებს 250-ზე მეტი მეჩეთი, აქედან 100-ზე მეტი მუსლიმურ თემს საკუთრებაში უკვე გადაეცა. გრძელდება მუშაობა დანარჩენი მეჩეთების გადაცემასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0