თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა და ლიტურგიას თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლენს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 30 სექტემბერს, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
მომდევნო დღეს პონტიფიკოსი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.