თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა რომის პაპ ფრანცისკის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთია გამოკითხვის შედეგები.
საქართველოში რომის პაპ ფრანცისკის ოფიციალური ვიზიტი 30 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.
კითხვაზე „რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოში რომის პაპ ფრანცისკის ვიზიტი?“ მკითხველთა 44,4%-მა უპასუხა, რომ „საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“. ამასთან, რომის პაპის ვიზიტს ვატიკანის პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს გამოკითხვაში მონაწილეთა 22,2%, ხოლო საკრალურ მოვლენას უწოდებს 5,6%.
საქართველოში რომის პაპის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს მკითხველთა 27,8%.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.