თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა U-19 ხორვატიელ თანატოლებთან ანგარიშით 6:13 წააგო. თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა. ჩემპიონატი ჰოლანდიაში მიმდინარეობს.
ქართულ გუნდში ყველაზე შედეგიანი გიორგი მესხი იყო. მან მეტოქის კარი ორჯერ აიღო.
„В“ ჯგუფის მეორე მატჩში რუსეთის ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 31:2 გაანადგურა.
ორშაბათს ქართველი წყალბურთელები აზერბაიჯანელებს შეხვდებიან, ხოლო რუსეთის ნაკრები — ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტურნირში მონაწილეობს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები. თითოეული კვარტეტის გამარჯვებული მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს. სხვა გუნდები მონაწილეობას მიიღებენ პლეი-ოფში, რომლის შედეგებითაც დანარჩენი მეოთხედფინალისტები გაირკვევა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე „D“ ჯგუფის გუნდი გახდება, რომელშიც გამოდიან საბერძნეთი, უნგრეთი, ჩერნოგორია და მალტა.
ევროპის U-19 ჩემპიონატი წყალბურთში 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.