ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან

© photo by press-service of Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ
ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამშვიდობო ოცეულის გაცილების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა, სადაც სკოლის ათი წლის იუბილე აღინიშნებოდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სამხედროები უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობის მისაღებად, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამშვიდობო ოცეულის გაცილების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა, სადაც სკოლის ათი წლის იუბილე აღინიშნებოდა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ამაყობს უცხოურ მისიებში მოსამსახურე ქართველი ჯარისკაცებით

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ-ლე დრიანმა  და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

„მივესალმები ქართულ კონტინგენტს, რომელიც მალე გაემგზავრება ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ეროპის ჩართულობა გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება. მე ვიცი, რომ საფრანგეთსა და ევროკავშირს შეუძლია საქართველოს, როგორც პარტნიორის იმედი ჰქონდეს. საქართველოს მონაწილეობა და ჩართულობა სამაგალითოა. ის სხვა ევროპელ პარტნიორებს გზას უჩვენებს ამ თეატრში ჩართულობის გზაზე“, — აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგას ათწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სკოლით ამ შემოიფარგლება. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით საერთაშორისო მისიებში. ჩემთვის ძალიან საამაყოა როდესაც ვისმენ, რომ ჩვენი ბიჭები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ჩვენ ამ თანამშრომლობას ნატოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გავაგრძელებთ. ამის ნათელი მაგალითია ქართული კონტინგენტის ჩართვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ოცეული აქ იმყოფება და უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად გავაცილებთ“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ქართველი სამხედროები, საფრანგეთის კონტინგენტთან ერთად, ექვს თვეს დაყოფენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სამშვიდობოების გამგზავრების თარიღი არ მჟღავნდება.

ყველა ახალი ამბავი
0