პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ორდენი გადასცა

© FB/ Министерство обороны Грузииპრეზიდენტმა მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერიც ჩამოვა, რათა ჩვენს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება გაუწიოს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრია ნი „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნათქვამია თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ჟან-ივ ლე დრიანი ჩვენს ქვეყანაში 10 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერიც ჩამოვა, რათა ჩვენს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება გაუწიოს.

ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საფრანგეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. მინდა გამოვყო საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის. სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი ვახტანგ დიასამიძე და კაპიტნები: ლევან კახიძე და ელდარ მამრიკიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლების დააჯილდოვა  ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.

© საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ქართველ ოფიცრებს ორდენებით აჯილდოებს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ქართველ ოფიცრებს ორდენებით აჯილდოებს. - Sputnik საქართველო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ქართველ ოფიცრებს ორდენებით აჯილდოებს.

„მე ვიცი, რომ ეს ორდენი გადაეცემათ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მისი უშიშროებისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამიტომაც, ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ეს პატივი. მე როგორც თავდაცვის მინისტრი სრულად ვაცნობიერებ თავდაცვის სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. არასტაბილურ სტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, საფრანგეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. როდესაც განვლილ გზას ვუყურებ, სრული ნდობა მაქვს, რომ პარიზი და თბილისი ერთად გააგრძელებენ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორც ორმხრივ, ასევე ევროპულ დონეზე“, — განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა და ჟან-ივ ლე დრიანი უკვე გაემგზავრა ჩვენი ქვეყნიდან.

ოქროს საწმისის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წლის 26 ივნისს.

ყველა ახალი ამბავი
0