კატალონიის მეთაური: რეფერენდუმი დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკეთესო საშუალებაა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიაქცია ბარსელონაში
აქცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტონომიური თანამეგობრობის მთავრობის მეთაურმა მიანიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება ესპანეთის მთავრობასთან შეუთანხმებლად დღის წესრიგში არ დგას.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების საუკეთესო საშუალებად ჟენერალიტეტის (ავტონომიის მთავრობა) თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი რეფერენდუმს მიიჩნევს.
კატალონიის ხელისუფლება, ასევე რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ავტონომიური თანამეგობრობა ესპანეთისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს და ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯებს დგამენ, რასაც ესპანეთის ხელისუფლება ისევე, როგორც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს.

„რეფერენდუმი საუკეთესო საშუალებაა აქაც და მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ თუ მისი ჩატარება ყველა გარანტიით არის შესაძლებელი“, — განაცხადა პუჩდემონმა რადიოსადგურ Catalunya Ràdio-სთან ინტერვიუში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ჰამონი - Sputnik საქართველო
საქართველოში ესპანური ლორის, ჰამონის წარმოება იწყება

ამასთან, მთავრობის მეთაურმა მიანიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება ესპანეთის მთავრობასთან შეუთანხმებლად დღის წესრიგში არ დგას. მისი თქმით, რეფერენდუმს „სავალდებულო ძალა უნდა ჰქონდეს“.

უფრო ადრე პუჩდემონმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებს ასეთი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით ესპანეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ მარიანო როხოის მიმართოს.

პუჩდემონის გეგმები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რაფაელ კატალამ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პუჩდემონის მიმართულებით „მოძრაობა შეუძლებელია“.

გუშინ კატალონიაში კატალონიის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილი მიტინგები გაიმართა. მასში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0