საქართველოში ესპანური ლორის, ჰამონის წარმოება იწყება

გამოწერა
ესპანელი ბიზნესმენების დელეგაცია საქართველოს მაისში ესტუმრა, რის შემდეგაც ისინი ქართული ღორის ჯიშების მოძიებითა და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მსოფლიოში განთქმული ლორის, ჰამონის წარმოება იწყება. „საპარტნიორო ფონდსა“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში NATIVE GEORGIAN-ი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, პირველ ფერმას რაჭაში, მეორეს კი კახეთში ააშენებს, რომლებსაც  ყოველწლიურად 9 000 ღორის წარმადობა ექნებათ. მომავალში ფერმების მშენებლობა კიდევ  9 რეგიონში იგეგმება. 

„სასიხარულოა, რომ საქართველოში აღმოჩნა ისეთი ჯიშები, რომლებიც ესპანურ ღორის ჯიშის გენოტიპთან იდენტურია. პროექტის განხორციელება კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან იგი რეგიონებზეა გათვლილი და მის განვითარებას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მისი აზრით, ამ პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას, რაც დადებითად აისახება საქრათველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
იგეგმება პროდუქტის ექსპორტზე გატანაც.

ფსტას პლანტაცია საგარეჯოში - Sputnik საქართველო
ირანელები აღმოსავლეთ საქართველოში ფსტისა და თხილის ბაღებს აშენებენ

NATIVE GEORGIAN-ი ესპანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიაა. ისინი ესპანეთში DERAZA IBERICO-ს ფლობენ, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიად არის აღიარებული.

„ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან უგემრიელესი ლორის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს“, — განმარტა დავით საგანელიძემ.

ესპანელი ბიზნესმენების დელეგაცია, რომელსაც DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობდა,  კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით საქართველოს მაისში ესტუმრა, რის შემდეგაც ბიზნესმენები ქართული ღორის ჯიშების მოძიებითა და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0