განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

© FB/ Георгий Шарвашидзе გიორგი შარვაშიძე
გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილების ვადა 9 სექტემბერს ამოიწურა. მანამდე მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, თავისი კანდიდატურა თბილისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დააყენოს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ-ის რექტორის თანამდებობით განათლების მინისტრის მოადგილეც დაინტერესდა

ეს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს შარვაშიძის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. უფრო ადრე მან განაცხადა, რომ, შესაძლოა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. არჩევნები თსუ-ში 23 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ამჟამად თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს. დოკუმენტების შეტანის ბოლო ვადა 14 სექტემბერია. რექტორის არჩევნებში მონაწილეობა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ. მათ უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და გეგმა, ცნობა ნასამართლეობისა და ნარკოდამოუკიდებლობის შესახებ.

თსუ-ში რამდენიმე თვის წინ სტუდენტებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყეს. ამ აქციებს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. ამჟამად რექტორის მოვალეობას პროფესორი დარეჯან თვალთვაძე ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0