ქართველმა მომღერალმა რუსული ტელეპროექტის, „დიდი ოპერის“ ჟიური მოაჯადოვა

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკში„გელიკონ-ოპერის“ თეატრი
„გელიკონ-ოპერის“ თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის ჟიურიმ დიდი ყურადღებით მოუსმინა ქართველ შემსრულებელს და მაღალი შეფასება მისცა მას.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის სოლისტმა მარიკა მაჩიტიძემ რუსული ტელეპროექტის, „დიდი ოპერის“ ჟიური საკუთარი ხმით მოაჯადოვა.

„დიდი ოპერა“ ტელეარხ „Россия К-ს“ პროექტია და ის ერთადერთი სატელევიზიო კონკურსია ახალგაზრდა საოპერო მომღერლებს შორის. მისი მთავრი მიზანი ახალი ნიჭიერი მომღერლების გამოვლენა და პოპულარიაზაციაა.

„დიდი ოპერის“ ახალი სეზონი ოქტომბერში იწყბა. მანამდე კი მოსკოვის მუსიკალურ თეატრ „გელიკონ-ოპერაში“ კონკურსანტების შერჩევა მიმდინარეობს.

ბელკანტოს აკადემიის კონკურსი - Sputnik საქართველო
ქართველმა მომღერლებმა ავსტრიაში ფურორი მოახდინეს

კონკურსის ორგანიზატორებმა ქართველ მომღერალთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხეს — გართულებული სავიზო რეჟიმის გამო მარიკა მაჩიტიძე მოსკოვში ვერ ჩავიდა. ამიტომ მან ვიდეომიმართვა ჩაწერა და ჟიურის გაუგზავნა.

ამ სამოყვარულო ვიდეორგოლში მარიკა ესალმება ჟიურის, კონკურსში მონაწილეობის უდიდეს სურვილს გამოთქვამს, ამბობს, რომ პროექტი მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე წარდგომის შესაძლებლობას აძლევს და ასრულებს სიმღერას.

კონკურსის ჟიურიმ დიდი ყურადღებით მოუსმინა ქართველ შემსრულებელს და მაღალი შეფასება მისცა მას.

ჟიურის წევრ დირიჟორ დენის ვლასენკოს თქმით, მარიკა მაჩიტიძეს ლამაზი ხმა აქვს და საერთოდ, საქართველო ხმებით განთქმულია.

„პირველ რიგში, ხმას ვაქცევ ყურადღებას. ხმა არის  განსაცვიფრებელი, ლამაზი, ქარიზმატული, მყისიერად მიმზიდველი. ეს, ალბათ, ყველაზე მთავარია. ასეთია ჩემი პირველი შთაბეჭდილება“, — განაცხადა ვლასენკომ.

ტელეარხის მთავარი რედაქტორის, სერგეი შუმაკოვის თქმით კი მარიკა მაჩიტიძე ამ მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრეტენდენტია „დიდ ოპერაში“ მონაწილეობისთვის.

„მას მარტო უჩვეულო, საინტერესო და მომაჯადოებელი ხმა კი არ აქვს, ის ასევე ძალიან მიმზიდველია ემოციურადაც. ის ეკრანს უყვარს, უყვარს კამერას. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება საშინელია და ალბათ უფრო შემთხვევითიც… მან ჩემზე უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა. მე ამ მონაწილეს მივცემდი ხმას“, — დაასკვნა შუმაკოვმა.

„დიდი ოპერის“ მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, თუმცა მაყურებელსაც შეუძლია შესარჩევი ტურის შედეგებზე გავლენის მოხდენა ონლაინ-ხმის მიცემით.

პროექტის ფინალი 2016 წლის 26 დეკემბერს გაიმართება დიდ თეატრში. გამარჯვებულს მაყურებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით აირჩევს პირდაპირ ეთერში.

„დიდი ოპერა“ ოქტომბრიდან გავა „Россия К-ს“ ეთერში სამი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად.

მარიკა მაჩიტიძემ ქუთაისის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, სადაც ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა.  მოგვიანებით იქვე დაიწყო ვოკალის შესწავლა პროფესორ გიორგი ლომთაძესთან. 2002-2008 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა აკადემიური ვოკალის განხრით პროფესორ მედეა ამირანაშვილთან. 2010-2011 წლებში ლა სკალას თეატრის აკადემიაში მასტერ-კლასები გაიარა ცნობილ იტალიელ მუსიკოსებთან, ალბერტო ზედასთან, ტიციან ფაბრიცისთან, ლუჩანა სერასთან და ვინჩენცო სკალერასთან. 2009 წლიდან კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის სოლისტია.

ყველა ახალი ამბავი
0