ქართველმა მომღერლებმა ავსტრიაში ფურორი მოახდინეს

© FB/Конкурс Академии Бельканто ბელკანტოს აკადემიის კონკურსი
ბელკანტოს აკადემიის კონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსი ავსტრიაში უკვე ზედიზედ მეორედ ტარდება ნათელა ნიკოლია-ჭყონიას ხელმძღვანელობით.

თბილისი, 10 სექტემბერი— Sputnik. ქართველმა საოპერო მომღერლებმა, რომლებიც ბელკანტოს აკადემიის საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში მონაწილეობდნენ ავსტრიის ქალაქ გრაცში, საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კონკურსი ავსტრიაში უკვე ზედიზედ მეორედ ტარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას უფროსი ქალიშვილის, ნათელა ნიკოლი-ჭყონიას ხელმძღვანელობით. ღონისძიების მიზანია ახალი ტალანტების მოძიება და მათი საერთაშორისო მუსიკალურ არენაზე წარდგენა.

კონკურსზე პირველი ადგილი ოთარ ჯორჯიკიას ერგო. ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა და 5 ათასი ევრო გადაეცა, ნათქვამია კონკურსის ვებგვერდზე.

მეორე ადგილი და ესპანელი საოპერო მომღერლის, ჯაკომო არაგალიას პრიზი 3 ათასი ევრო ირაკლი მურჯიკნელს მიენიჭა, რომელმაც უკვე ატვირთა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მიღებული პრიზი.

ხოლო მარიამ ნაჭყებია როსინის სახელობის პრემიით დაჯილლდოვდა საუკეთესო შესრულებისთვის. მასვე გადაეცა ბარიტონ გიორგი მჭედლიშვილის პრიზი ყველაზე ლამაზი ხმისთვის.

კონკურსის ჟიურიში შედიოდნენ ცნობილი ესპანელი საოპერო შემსრულებლები: ტერეზა ბერგანსა, ჯაკომო არაგალი, ეთერ ლამორის-ჭყონია (ლამარა ჭყონიას უმცროსი ქალიშვილი), გრაცის კონსერვატორიის დირექტორი ედუარდ ლანერი, გრაცის ოპერის სოლისტი ნორა შმიდი, მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძე და ავსტრიელი ჟურნალისტი გიუნტერ ციზერი.

ყველა ახალი ამბავი
0