პრემიერი: 11 სექტემბრის ტერაქტმა მსოფლიო შეცვალა

© REUTERS / Eduardo Munoz11 სექტემბრის მსხვერპლათა ხსოვნა
11 სექტემბრის მსხვერპლათა ხსოვნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენა უწოდა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა, მიმართული იყო თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ და შეცვალა იგი, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა.,  ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.

9/11 - Sputnik საქართველო
9/11: თვითმხილველებმა ტრაგედიის დღე გაიხსენეს

„უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ იყო მიმართული, შეცვალა მსოფლიო. ამ ტრაგიკულმა დღემ გააერთიანა ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეები. ჩვენ არასოდეს დავთმობთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს და მტკიცედ გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ საუკუნის ბოროტებას“, — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0